რა გახდა 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის მიზეზი- „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სოფელ ჭოგნარში მომხდარი შემზარავი ტრაგედია ბავშვებს შორის დაპირისპირებამ და ბულინგმა გამოიწვია.
როგორც არხს წყარო, მოზარდების დახურულ ჯგუფში მიმოწერაზე დაყრნობით უყვება, ლუკა თანატოლებს აფრთხილებდა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა.
ჩატში, რომელიც არხს მიაწოდეს, ლუკა წერს, რომ თუ მას ბოდიშს არ მოუხდიან თავს მოიკლავს, თუმცა მიმოწერიდან ვერ დგინდება რა გახდა მოზარდებს შორის კონფლიქტის მიზეზი
„უნამუსო ვიყო თუ ბოდიშ არ მოიხდით სუყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო“
„მიდი ბიჭო რას უცდი“
„ჯერ ერთი, ბოდიში აქ რატომ უნდა მოგიხადოს ვინმემ და მეორე, რომ არ მოგიხადოთ მიდი ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ“ – ამ მესიჯის შემდეგ ლუკამ მეგობრებს ფოტო გაუგზავნა, თუმცა მოზარდი კვლავ არასრულწოვნების დაცინვის ობიექტი გახდა – ,,ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს”
ეს მიმოწერა სავარაუდოდ, მთავარი მტკიცებულება გახდება გამოძიებისთვის. შეგახსენებთ, შემთხვევა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათ შორის სოფლის მცხოვრებლები “კვირასთან” საუბარში ერთ-ერთ მიზეზად, ინტერნეტთამაშ “ლურჯ ვეშაპს” ასახელებენ.
ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს და მოწამლულია - 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა
ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება
მათივე ინფორმაციით, ბიჭის ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა, თავად მოზარდს კი მშვიდ ადამიანად ახასიათებენ.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სოფლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმაც.
“სანიმუშო ოჯახია. ლუკა მშობლებისთვის ერთადერთი შვილი იყო, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბავშვი. გარდაცვალების მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, გაკვირვებული ვარ”,- ამბობს ნესტან სვინტრაძე “კვირასთან” საუბარში.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.