LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიდის მუშაობა, რომ სავაჭრო სექტორში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ მომხმარებლებს შეეძლოთ

435
Fashionable woman wearing protective face mask shopping clothes in reopen retail shopping store. New normal lifestyle during corona virus pandemic.

მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ICR ჯგუფი იყოს ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ სავაჭრო სექტორში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ მომხმარებლებს შეეძლოთ, – ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ ვრცალდ ისაუბრა რითეილ სექტორში არსებულ პრობლემებზე.

„მთავრობის მხრიდან ვაქცინაციის კუთხით არასწორი კომუნიკაციის გამო, პერსონალის ნაწილს სურვილიც არ აქვთ იმუნიზაციის, იყვნენ ანტივაქსერებიც, რომლებიც უარს აცხადებდნენ აცრაზე. სწორი კომუნიკაცია მთავრობის მხრიდან უნდა ხდებოდეს და არ იყოს ისე, რომ პროცესი გადასულია სოციალურ ქსელებში, სადაც ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იწერება. შესაბამისად, ხალხი ვერ არჩევს ტყუილს და მართალს. ჩვენი კომპანიის ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები, სადაც ჯანდაცვის სპეციალისტებმა ვაქცინაციის მნიშვნელობა ნათლად განმარტეს და შედეგიც მივიღეთ – 2 კვირაში ჩვენი კომპანიის 80% ვაქცინირებული იქნება,“ – აცხადებს ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g