LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაელ შუმახერის კიდევ ერთი ბოლიდი იყიდება

134
The Ferrari F2003 GA chassis number 229 with which Formula One F1 driver Michael Schumacher won his sixth World Championship title is seen during a preview at Sotheby's before the auction sale where it  is estimated to fetch between 7,500,000 and 9,500,000 CHF, in Geneva, Switzerland, November 4, 2022.  REUTERS/Denis Balibouse

მიხაელ შუმახერის მორიგი ბოლიდი გასაყიდად გამოიტანეს. ავტოსპორტში საკმაოდ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შუმახერმა არაერთი რბოლა მოიგო და 7 საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვა.

აუქციონის უახლესი ლოტი გახდა Ferrari F2001b, რომლითაც გერმანელმა მრბოლელმა 2022 წელს სამი ეტაპი გადალახა, მანამ სანამ ავტომობილს Ferrari F2022-ით ჩაანაცვლებდა. გასაყიდად გამოტანილი მანქანით შუმახერმა ავსტრალიის გრან-პრი მოიგო.

მას შემდეგ რაც ახალი მოდელი დამზადდა, ბოლიდმა „ფერარის“ გუნდის კოლექციაში გადაინაცვლა. რამდენიმე წლის შემდეგ მანქანა, რომელიც 3,0 ლიტრის ფორსირებული V10 ძრავითაა აღჭურვილი და 7-საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად 825 ცხენის ძალას ავითარებს, ახალ მფლობელს ეძებს. მისი ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ერთადერთი მოთხოვნა „ფერარის“ გულშემატკივრობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g