20 წლის ჯინა-მარია შუმახერმა, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე კომაში მყოფ მამას, მიხაელ შუმახერს ემოციური პოსტი მიუძღვნა.
უკვე ოთხი წელია, რაც ლეგენდარული მრბოლელი უბედური შემთხვევის შედეგად კომაშია და სიკვდილს ებრძვის. მისი ახლობლები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მიხაელი ამ რთულ პერიოდს გადალახავს და უწინდელ ცხოვრებას დაუბრუნდება. ამ დღეებში, ჯინა-მარია შუმახერმა მამას ემოციური პოსტი მიუძღვნა:
„ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერება არსებობს – გიყვარდეს და უყვარდე“, – დაწერა ვარსკვლავის ქალიშვილმა და მას ჰეშტეგი – #განაგრძებრძოლა დაურთო.
უკანასკნელი მონაცემებით, შუმახერი უწინდელად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმებმა მას ორი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.
A post shared by Gina Schumacher Offical (@gina_schumacher) on