LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკი: „ხროვის დღეები დათვლილია“

151
alqutovb7ulgnn9

“პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებული „ბოლო დღეების ტრაგიკომედია“ თვალსაჩინოდ უჩვენებს სხვა ქვეყნების ლიდერებს, თუ რატომ ვერ ხედავს უკრაინა დღეს პუტინის რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მარტივი კითხვა: ვისთან შეიძლება რაიმეზე ვისაუბროთ, თუ მთავარ სუბიექტს, როგორც ქვიშა თითებს შორის, ფაქტობრივად ისე ეცლება ხელიდან ძალაუფლება და ყველა იწმენდს ფეხებს სამხედრო-სტრატეგიულ სარდლობაზე? ამ ხროვის დღეები დათვლილია, სახლი პატრონის გარეშეა დარჩენილი. რუსეთში ვითარება უკონტროლოა, უსუსური კონსტრუქცია დგას ინერციით, ფრთებითა და ლოცვებით. თუმცა ამასობაში სინოპტიკოსები ქარის ახალ ახალ ამოვადნას პროგნოზირებენ…“, – დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა tweeter-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g