ცნობილი დიზაინერი, ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მისი სურვილია საზოგადოებას მისი გუნდის სამომავლო გეგმები გააცნოს.
როგორც დიზაინერი „ფეისბუქში“ წერს, მიმდინარეობს მუშაობა პირველი ქართული მექანიკური მექანიზმის შესაქმნელად.
ციკოლია კრიტიკოსებს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოში ყოველთვის შეუქმნის უცხოური ბრენდების საათებს ჯანსაღ კონკურენციას.
დიზაინერი ფიქრობს, რომ ყველა ქართულმა ბრენდმა იგივე უნდა გააკეთოს მიუხედავად პროდუქციისა ან მომსახურებისა.
დიზაინერი გამომწერებს ურჩევს, შეიძინონ ქართული პროდუქცია და სიამაყით ატარონ.
„მიხარია როცა „ციკოლიას“ საათებს ადარებენ false და იქვე სვამენ კითხვას “ხალხნო! რატომ ყიდულობთ ციკოლიას გოიმობას როცა არსებობს როლექსი?!”
მე ეს მხოლოდ მახარებს და აქვე მოვყვები ჩემი და ჩემი გუნდის გეგმებს. თუ ვინმეს გულზე მოხვდება წინასწარ ვაფრთხილებ მოერიდოს ამ პოსტს ან შეხედოს იუმორით
მოკლედ , საქართველოში ყოველთვის შევუქმნი უცხოური ბრენდების საათს ჯანსაღ კონკურენციას და ვფიქრობ ყველა ქართულმა ბრენდმა იგივე უნდა გააკეთოს მიუხედავად პროდუქციისა ან მომსახურებისა.
უფრო მეტიც, არა მარტო საქართველოში გავაგრძელებ ამას, არამედ გალაქტიკის მასშტაბით. მიზანი არის ის, რომ „დაიბადა საქართველოში“ („დაიბადა“ იმიტომ რომ ყოველი ჩვენთან შექმნილი პროდუქტი ჩვენთვის ცოცხალთან ასოცირდება) ხარისხით და ფასით აღემატებოდეს შვეიცარიულს. რთულია და ახლოს არის ფანტასტიკასთან? დიახ! შესაძლებელია? დიახ და აუცილებლად განხორციელდება. სულ რაღაც 3 თვის წინ ვფიქრობდი რომ ქართულ მექანიზმზე დავიწყევდი ფიქრს 2-3 წლის შემდეგ, თუმცა გამოფენაზე ნანახმა შვეიცარიულმა შედევრებმა გადამაწყვეტინა პირდაპირ იქვე დამეწყო ამაზე ფიქრი და ქმედება. შედეგმა არ დააყოვნა. დღეს უკვე მიდის გაქანებული მუშაობა პირველი ქართული მექანიკური მექანიზმის შესაქმნელად. აღარ მოგაწყენთ თავს
შევიძინოთ ქართული და სიამაყით ვატაროთ. ქართულის მოძულეები ისტერიკაში ნუ ჩავარდებით“ – წერს ციკოლია.
მიხარია როცა "ციკოლიას" საათებს ადარებენ როლექს და იქვე სვამენ კითხვას "ხალხნო! რატომ ყიდულობთ ციკოლიას გოიმობას როცა…
Posted by ზვიად ციკოლია on ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2024