მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც განათლების გარდა, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრიცაა, ამბობს, რომ 2020 წლის მთავარი გამოწვევა მასობრივი სპორტის ხელშეწყობაა.
ის ამბობს, რომ უწყებას გეგმა უკვე მომზადებული აქვს.
“ახალ კონცეფციას ძალიან მალე წარმოვადგენთ. აქ ვსაუბრობდით ჯანდაცვის დაფინანსებაზე, მასობრივი სპორტიც ჯანსაღი ახალგაზრდობის და მომავალი თაობების ჯანმრთელობის საწინდარია და მას ალტერნატივა არ აქვს. ახალი მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით, ჩვენ სტარტეგიას შევაჯერებთ მთავრობასთნ, რადგან ეს არის საკმაოდ მოცულობითი პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავსწელს გარღვევა მოვახდინეთ პედაგოგების პირობების გაუმჯობესების კუთხით და ეს უდიდესი გამოწვევა იყო, ვფიქრობ, ასევე მომავალ წელს ჩვენი მთავარი გამოწვევა მასობრივი სპორტის ხელშეწყობა იქნება“,- აცხადებს მინისტრი.
ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია და ფიზკულტურის მასწავლებლებს მეტი დახმარება სჭირდებათ.