LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

581
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი, ტრადიციების მოყვარული თევზების ზოდიაქოს ნიშანშია და ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

იმოქმედეთ პრაგმატულად და ნუ აჰყვებით ილუზიებს,  გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, თუმცა არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო რომანების გაბმას.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის და რძის პროდუქტით, მწვანილით, ბოსტნეულით და სუნელებით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, ფეხის ტერფებს და მხედველობას.

დღის ფერები და მინერალები – იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, მწვანე და თეთრი, ასევე მარგალიტი, გიშერი და ალექსანდრიტი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს შარმს და მომხიბვლელობას, კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ სასწორი, მშვილდოსანი და მერწყული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები