LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – მიხეილ ცაგარელი

236945115-1

სულის ასტრალური გაწმენდის, საკმაოდ წინააღმდეგობრივი დღეა, მოგიწევთ განვლილი პერიოდის გაანალიზება, მეტი სიფრთხილის გამოჩენა და დაკვირვებით მოქმედება, რათა არ გამოგეპაროთ მიმდინარე მოვლენები და მოულოდნელი ცვლილებები. კოსმოსი, რომელიც გამოცდას მოუწყობს შეთანხმებათა სიმტკიცეს, ყველას სამართლიანობისკენ, სიკეთისა და მორალური ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც 19:36-დან 22 საათამდე გაგრძელდება და მთვარის უარყოფითი ენერგიის წყალობით ჩვეულებრივზე მეტად მოდუნდება ყურადღება, რაც თავის მხრივ ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდება. ეცადეთ დაიმახსოვროთ სიზმრები, რომლებიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ჯანმრთელობა – დასუსტდება ხერხემალი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან რძის და საკონდიტრო ნაწარმი. არ ღირს განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ოპერაციის გაკეთება.

ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიმზიდველობას, ქარვა, ბრილიანტი და მთის ბროლი, სერდოლიკი და ყვითელი იასპი კი, უფრო მეტად მიიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა იურიდიული საქმიანობისთვის, ახალი სამსახურის მოსაძიებლად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და მაღალი თანამდებობის მოსაპოვებლად, ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ძვირფასეულობის და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის, არ ღირს ბინის შეცვლა და დაუსაბუთებელი პრეტენზიების გამოთქმა, ფინანსური გარიგებებისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ლომის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, მეტ-ნაკლები პრობლემები შეექმნებათ კუროს, მორიელს და თევზებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g