LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (30 სექტემბერი – 6 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4185
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს 2 ოქტომბერს – ახალმთვარეობის და მზის დაბნელების დღეს, როცა ერთი ორად მოიმატებს ტრავმებისა და ვარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა. გაძლიერდება აგრესია, გაღიზიანება და დეპრესია.

ვერძი – კარგი კვირაა თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობისთვის, შემოქმედებითი ნიჭსა და პოტენციალის გამოვლენისთვის, ახალი პროექტების დაწყებისა და ძველი საქმეების დასრულებისთვის, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე 1-3 ოქტომბერს, მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.

კურო  – დასუსტებული ენერგოტონუსის და ბიოპოტენციალის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე პროექტების დასრულება და პრობლემური საკითხების თქვენს სასიკეთოდ გადაჭრა. მოერიდეთ აქტიურად მოქმედებას, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური, რუტინული საქმეებით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 2 ოქტომბერს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ გადაღლას და ზედმეტ დატვირთვას.

ტყუპები  – საინტერესო კვირაა შემოქმედებითი პოტენციალის, ნიჭისა და უნარების ახლებურად გამოვლენისთვის. მართალია, გაგიჩნდებათ დასვენების და გართობის სურვილი, მაგრამ არ ღირს ზედმეტად მოდუნება, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავსა და საქმეს აზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე 1-3 ოქტომბერს, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და აზარტულ თამაშებს. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.

კირჩხიბი  – საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოწესრიგების კვირაა. არაა გამორიცხული სწორედ თქვენ მოგიწიოთ ახლობლების პრობლემების გადაჭრაც. კარგი კვირაა დასვენებისთვის, თუმცა არ ღირს გართობას გადაყოლა, რადგან ასე მხოლოდ საქმეს აზარალებთ.

ლომი  – გაძლიერებული ენერგოტონისის და იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მეტად კომფორტულად იგრძნობთ თავს. კარგი კვირაა სწავლისა და ინფორმაციის მიღებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შეთანხმებების და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 1-3 ოქტომბერს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს გაკრიტიკებას, თუმცა არ ღირს გაღიზიანება და კამათში ჩაბმა.

ქალწული – კარგი კვირაა საკუთარი პოტენციალის და შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენისთვის, პროფესიული განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორების შეძენისთვის. თუმცა, სხვების მსგავსად თქვენც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 2 ოქტომბერს, როცა მოიმატებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან დაპირისპირების ალბათობა.

სასწორი  – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, სიმტკიცე და შრომის უნარი. გამოიყენეთ ეს კვირა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რადგან რასაც ამ კვირაში გასცემთ, მოგვიანებით ათმაგად დაიბრუნებთ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სწავლისა და სულიერი განვითარებისთვის. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 2 ოქტომბერს, რათა სულსწრაფობისა და მოუთმენლობის გამო არ დაუშვათ შეცდომები.

მორიელი  – წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას ნებისმიერ საქმეში. მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გაცემას და საიდუმლოს გათქმას, რადგან ზუსტად ისინი გიღალატებენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.  

მშვილდოსანი  – მეტად სასიკეთო კვირაა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და შეხვედრების მოწყობისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ ის სარფიანი შეთავაზებები, რომელთაც დიდხანს ელოდით, მთავარია არ დაიზაროთ, ყურადღებით განიხილოთ ყველა წინადადება და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 2 ოქტომბერს – კარმული ვალების გასტუმრების დღეს, როცა მოულოდნელად მოგიწევთ ძველი პრობლემების გადაჭრა.

თხის რქა  – მეტად დატვირთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუისისა და ბიოპოტენციალის მიუხედავად, მაინც ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის შესრულება. თამამად შეგიძლიათ სთხოვოთ მხარდაჭერა პარტნიორებსა და კოლეგებს, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან თქვენს დახმარებას. განსაკუთრებული ყურადღების და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ 2 ოქტომბერს, რათა ზედმეტი სიხისტითა და უტაქტობით არ გამოიწვიოთ კონფლიქტი.

მერწყული  – გაძლიერებული ენერგოტონუსისა და ბიოპოტენციალის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას. არაა გამორიცხული მიიღოთ შეთავაზება, რომელიც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თუმცა, 2 ოქტომბერს სხვების მსგავსად თქვენც მოგიწევთ გარკვეული სირთულეების დაძლევა. ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ ჩაებათ კონფლიქტში.

თევზები  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციურ მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, როცა ნებისმიერი საქმე გართულდება და წვრილმანების შესრულებაც სერიოზულ პრობლემად იქცევა. მართალია, მოგინდებათ ყველასგან დამალვა, მაგრამ მაინც არ ღირს თვითიზოლაცია, რადგან ასე უფრო დაითრგუნავთ თავს.

გეომაგნიტური დღეები – 1, 2, 3 და 4 ოქტომბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები