მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
* ვერძი – სასიკეთო კვირაა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მომავალი გეგმების დასასახად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ახალი პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, უმჯობესია აქტიურობა კვირის პირველ ნახევარში გამოიჩინოთ, რადგან 12 იანვრის შემდეგ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დაძლევა მოგიწევთ.
* კურო – აქტიური და პოზიტიური ცვლილებების მომტანია კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება. შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნაკლისა და ღირსების ობიექტურად შეფასებას და იმიჯის, ბინის ინტერიერის შეცვლას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და საინტერესო ადამიანების გაცნობას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტების გასაფართოვებლად, ცოდნის შესაძენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
* ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან ურანისა და იუპიტერის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მოიმატებს ეჭვიანობა, დაკარგავთ დაცულობის შეგრძნებას და ადამიანთა ნდობას, გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება გარშემომყოფებთან და იძულებული გახდებით ჩაებათ არასასიამოვნო დაპირისპირებაში. მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ ხელშეკრულებების და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. ეცადეთ შეაფასოთ მოვლენები ობიექტურად, არ აჰყვეთ ილუზიებს და ზედმეტად არ გაგიტაცოთ ოცნებებმა.
* კირჩხიბი – მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ სირთულეების დაძლევა. ყველაზე მძიმე პლანეტების მარსისა და სატურნის დაპირისპირება განსაკუთრებით თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე აისახება ნეგატიურად და ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და საქმიან პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე მაღალია კონფლიქტების ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს და გაგიფუჭებთ რეპუტაციას.
* ლომი – საკმაოდ რთულ და დატვირთულ კვირაში ვერ შეძლებთ მოდუნებას და დასვენებას, რადგან დაძაბულობა პირველ ნახევარში, კვირის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება. პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს. მით უფრო, რომ ურანის დაპირიპირება მზესთან და აღმავალ კარმულ კვანძთან უფრო მეტად დაამძიმებს კონფლიქტებს და გაამწვავებს უთანხმოებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ხარჯები, მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან არაა გამორიცხული მოტყუებული აღმოჩნდეთ და სერიოზულ ხიფათშიც გაებათ.
* ქალწული – ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პირველი ნახევარი, დაასრულოთ ყველა საქმე და განახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რადგან სწორედ ახლა გექნებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სასიკეთო ცლილებების განხორციელების და წარმატების მიღწევის შანსი. კვირის ბოლოს კი, იუპიტერის და ვენერას დაპირისპირება ნეპტუნთან ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, მაღალია უთანხმოების და კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა. თავი შეიკავეთ ზედმეტი პირდაპირობისა და გარშემომყოფთა კრიტიკისგან, პრეტენზიის გამოთქმისა და სარკასტული გამონათქვამებისგან, რადგან აუცილებლად საპასუხო რეაქციას მიიღებთ, რაც სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება.
* სასწორი – პოზიტიურ კვირაში არ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება და პრობლემების უმტკივნეულოდ დაძლევა. კარგი პერიოდია ბინის ინტერიერის შესაცვლელად, ხანმოკლე მოგზაურობისა და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული გაგიტაცოთ რომანტიკულმა თავგადასავლებმა და შეიძინოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა, რადგან 13 იანვრის შემდეგ ნაკლებად პოზიტიური პერიოდი დაიწყება, როცა მოულოდნელი ნეგატიური ცვლილებები სულსწრაფი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ და შეცდომებსაც დაგაშვებინებთ.
* მორიელი – მეტად იღბლიან კვირაში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. წარმატებით გამართავთ საქმიან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს, არ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება და ძველი უთანხმოების მოგვარება. არაა გამორიცხული გაიცნოთ შეძლებული, გავლენიანი სპონსორები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში. კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების შესაცვლელად და მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, 13 იანვრიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, რადგან ვერ ასცდებით კოლეგებთან კონფლიქტსა და დაპირისპირებას, თავს შეგახსენებენ ძველი პრობლემები და დაუსრულებელი საქმეები, რაც სერიოზული ხარჯის და შესაძლოა ფინანსური დანაკარგის მიზეზიც გახდეს.
* მშვილდოსანი – სასიკეთო კვირაა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად და შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად, კარიერული განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და უცხოეთში საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად. თუმცა 13 იანვრის შემდეგ თავს შეგახსენებენ შეუსრულებელი ვალდებულებები და გაუსტუმრებელი ვალები. იძულებული გახდებით ყველა გადაწყვეტილება კარგად გათვალოთ და მაქსიმალურად მოერიდოთ ავანტიურულ, სულსწრაფ მოქმედებას.
* თხის რქა – აქტიური და დინამიური კვირაა, რადგან თავისუფლად შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის და ორგანიზატორული ნიჭის სრულად გამოვლენას, კარიერულ განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და პროექტების განხორციელებას. თუმცა, საპასუხისმგებლო არჩევანის წინაშე აღმოჩენილს მოგიწევთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რათა ხანგრძლივი ფიქრი არ გახდეს შეცდომის დაშვების მიზეზი. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან გააქტიურებული მტრები და მოშურნეები 13 იანვრის შემდეგ არ მოგცემენ მოქმედების საშუალებას. მოიმატებს ინტრიგები და ჭორები, კონკურენტულ ბრძოლაში კი, ძალიან გაგიჭირდებათ თანამოაზრეთა მოძიება და ოპონენტთათვის წინააღმდეგობის გაწევა.
* მერწყული – დაასრულეთ ძველი საქმეები და მოაგვარეთ ყველა პრობლემა ამ კვირაში, რადგან 13 იანვრიდან ძალიან გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, მოგიწევთ მაქსიმალური სიფრთხილისა და თავშეკავების გამოჩენა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა იქნება მთელი წლის განმავლობაში. უსიამოვნებებს მოგიტანენ ფარული მტრები და მოშურნეები, რეპუტაციას შეგილახავენ ჭორები,ზედმეტი ხარჯი კი, ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდება, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება გუნება-განწყობაზე.
* თევზები – მშვიდ და სტაბილურ კვირაში მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, ურთიერთობას გააუმჯობესებთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი მფარველები, ვინც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წინსვლისა და წარმატების შანსებს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და ახალი პროექტების დასაწყებად, თუმცა 13 იანვრიდან მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი უფლებების დაცვა, პრობლემები შეექმნება თქვენს წინსვლას და შემდგომ განვითარებას.
* გეომაგნიტური დღე – 7, 8, 10 და 13 იანვარი.