LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

59

მიხეილ ცაგარელის კვირის (28 მაისი – 3 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. გექნებათ მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო შეხვედრები, ურთიერთობას გააუმჯობესებთ პარტნიორებთან და თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტთ ყველა საკამათო საკითხს. არაა გამორიცხული დაუბრუნდეთ ძველ პროექტებს და სწორედ ახლა შეძლოთ მათი რეალიზაცია. კარგი პერიოდია სამოგზაუროდ და საჯარო გამოსვლების მოსაწყობად, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს პოპულარობას, დაგეხმარებათ წინსვლასა და განვითარებაში.

კურო – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად და ბიზნესში ცვლილებების განსახორციელებლად. გექნებათ მეტად საინტერესო და ორიგინალური იდეები, რომელთა წყალობით სწრაფად შეიძენთ გავლენიან თანამოაზრეებს და მარტივად შეძლებთ მათ რეალიზაციას. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს კვირა, რადგან შემდეგი კვირა ნაკლებად პერსპექტიული და იღბლიანი იქნება.

ტყუპები – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირა მეტად პოზიტიური იქნება. საგრძნობლად გაძლიერედება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის, გონებამახვილობისა და ჩვეული კომუნიკაბელურობის  გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი პარტნიორების შესაძენად, საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად, გარკვეული ცვლილებების განხორციელებლად და საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში მოსასინჯად. მართალია, კვირა ნაკლებად წარმატებულია მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ გარკვეულ ფინანსური მოგება მაინც გექნებათ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაგეგმვისგან, რადგან ვერ შეძლებთ საჭირო ადამიანების დაინტერესებას და მათ წარმატებით განხორციელებას.

კირჩხიბი – მართალია, საკმაოდ მშვიდი და სტაბილური კვირაა, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან არაა გამორიცხული ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად სერიოზული ემოციური პრობლემებიც შეგექმნათ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მათი უმრავლესობა არ გაამართლებს და მხოლოდ ზარალის მომტანი იქნება. სირთულეების  მიუხედავად, საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების შესაძენად, რომელთა ნდობას შეძლებთ და არც მათ გულწრფელობაში შეგეპარებათ ეჭვი.

ლომი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარის გამოვლენას, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და იდეების განხორციელებას, რაციონალური მიდგომა პრობლემური საკითხების მიმართ კი, მათ სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული აღადგინოთ ურთიერთობა ძველ სასიყვარულო პარტნიორთან ან გააბათ ახალი, ფარული კონტაქტი, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს, რადგან ამგვარი ავანტიურა საკმაოდ ნეგატიურად აისახება არსებულ ურთიერთობებზე.

ქალწული – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ახალი საქმის დაწყებას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ კარიერული წინსვლისა და განვითარებაში. კარგი პერიოდია საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად და წარმატების მისაღწევად. თუმცა, სასიკეთო ტენდენციების მიუხედავად, გარკვეული უსიამოვნებები შეგექმნებათ პარტნიორებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან  ურთიერთობაში, რადგან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და ჩაებმებით არასასიამოვნო კონფლიქტში, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე.

სასწორი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და პარტნიორებზე სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენას, რაც დაგეხმარებათ კარიერულ კინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, თანამოაზრეებისა და სპონსორების მოსაძიებლად, ბიზნესის გასავითარებლად და ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად.

მორიელი – საკმაოდ მრავალფეროვანი, შემოქმედებითი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინდივიდუალურობის და მდიდარი ფანტაზიის გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებას და მათ მეტად საინტერესოდ რეალიზაციას, რაც გარშემომყოფთა განსაკუთრებულ მოწონებას დაიმსახურებს. კარგი პერიოდია პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად და ახლობლებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, ბიზნესის გასავითარებლად და გარკვეული ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად.

მშვილდოსანი – მეტად იღბლიანი კვირაა. შეძლეთ ძველი პროექტების, იდეების განხორციელებას და ყველა სანუკვარი ოცნების ასრულებას. წარმატება გელით სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთონაშიც, რადგან მარტივად გამოძებნით საერთო ენას და სწრაფად მოაგვარებთ ყველა უთანხმოებას, მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სასიკეთოდ შეცვლით თქვენს ცხოვრებას. კარგი კვირაა მოგზაურობისთვის და ახალი ნაცნობების შესაძენად, ცოდნის  და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, საინტერესო შეხვედრების მოსაწყობად და ბიზნესის გასავითარებლად, პროფესიული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თხის რქა – საკმაოდ მშვიდი კვირაა. გაძლიერებული ენეტრგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მართალია, შეძლებთ მიმდინარე პროექტების დასრულებას და ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტას, ახლობელთა დახმარებით კი, პროფესიულ  განვითარებას და წარმატების მიღწევას, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსების მიმართ, რადგან თუ საზოგადოებრივი ფონდების საქმიანობაში ხართ ჩართული, არაა გამორიცხული გარკვეული მატერიალური ზარალი სწორედ თქვენ დაგბრალდეთ.

მერწყული – საკმაოდ აქტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიებას და ყველა უთანხმოების მოგვარებას, საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და რეალიზაციისთვის, რაც ხელს შეგიწყობთ პროფესიულ განვითარებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

თევზები – საკმაოდ საინტერესო კვირაა. მართალია, საგრძნობლად სუსტდებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მაინც შეძლებთ ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, გარშემომყოფებთან უთანხმოების მოგვარებას, საერთო ენის მოძიებას და საიმედო ურთიერთობების დამყარებას. კარგი პერიოდია ერთობლივი პროექტების ჩამოსაყალიბებლად და წარმატებით განსახორციელებლად.

 

გეომაგნიტური დღეები – 28, 29, 30 მაისი და 3 ივნისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g