LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

32

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მეტად მნიშვნელოვანი კვირაა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გასამტკიცებლად და მყარი, საიმედო საყრდენის შესაქმნელად. მართალია, კვირის დასაწყისში დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ ღირს გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და დაუფიქრებლად გარისკვა, მაგრამ კვირის ბოლოს მიმდინარე მოვლენები რადიკალურად გარდაქმნიან თქვენს ცნობიერებას, რაც ერთგვარად თავიდან დაბადების ტოლფასი გახდება, შეძლებთ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას, ცხოვრების პირობების ბევრად კომფორტულად ქცევას, ჩვეული გარემოს, ბინის ან სამსახურის შეცვლას, ახალ საზოგადოებრივ ან სამოქალაქო ორგანიზაციებში ჩაბმას, ახალი პროექტების, იდეების ჩამოყალიბებას და წარმატებით განხორციელებას.

კურო – დისჰარმონიული კოსმიური ენერგია ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. უსიამოვნებები გელით ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, საყოფაცხოვრებო პრობლემები კი, გეგმების რადიკალურად შეცვლას და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მართალია, გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ პროფესიონალურ ან საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ შეძლებთ ძველი კავშირების აღდგენას, ახალი კონტაქტების დამყარებას და საჭირო ნაცნობების შეძენას.

ტყუპები – საკმაოდ მძიმე იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეგაწუხებთ უძილობა, ადვილად გაღიზიანდებით და ხშირად შეგეცვლებათ გუნება-განწყობა, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე. ბევრად სასიკეთოაკვირის ბოლო, როცა პერსპექტიულ პროექტებში ჩაბმით სწრაფად შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სერიოზული სირთულეების დაძლევას, მთავარია ენდოთ ინტუიციას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, გამოიყენოთ გონებამახვილობა, მოხერხებულობა და წარმატება აუცილებლად თქვენს მხარეს იქნება.

კირჩხიბი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და ახალი პროექტების თამამად დაწყებას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმასა და თქვენთვის სასრგებლო არჩევანის გაკეთებაში, მთავარია არ აჰყვეთ ილუზიებს, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები, იმოქმედოთ რაციონალურად და პრაგმატულად. არაა გამორიცხული კვირის პირველ ნახევარში გარკვეული პრობლემები შეგექმნათ კოლეგებთან ურთიერთობაში, თუმცა 5 ივლისის შემდეგ მარტივად გამონახავთ საერთო ენას როგორც საქმიან, ისე საიყვარულო პარტნიორთან და უსიამოვნებებსაც უმტკივნეულოდ დაძლევთ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი ნაცნობების შესაძენად, პერსპექტიული პროექტების დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლომი – ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ მეტად რთული კვირა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღალებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად, მით უფრო, რომ მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გმართებთ კონკურენტების და ფარული მტრების, ჭორებისა და ინტრიგების მიმართ, რადგან ბევრი ეცდება მოტყუებას და თქვენს წინააღმდეგ მოქმედებას. ურთიერთობა გაგიფუჭდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან თქვენი პრეტენზიებითა და ხშირად უსაფუძვლო ამბიციებით გაღიზიანებული, არც კონფლიქტს მოერიდებიან. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და ახალი პროეტების დაწყებისგან, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

ქალწული – საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, სოციალური კავშირების და მოქმედების არეალის გაფართოებას, საკუთარი გონებამახვილობისა და დიპლომატიის წყალობით კი, მარტივად დაძლევთ უთანხმოებას კოლეგებთან და მოაწესრიგებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი თაყვანისმცემლების, თანამოაზრეებისა და საქმიანი პარტნიორების შესაძენად, საკუთარი ნიჭისა და უნარის საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სფეროში გამოსავლენად.

სასწორი – მართალია, მეტად სასიკეთო პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე,  კვირის დასაწყისში სერიოზული  პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან, რაც საკმაოდ გაართულებს კოლექტიურ პროექტებზე მუშაობას, თუმცა კვირის მეორე ნახევარში, საკუთარი დიპლომატიის წყალობით მაინც შეძლებთ საერთო ენის მოძიებას და ერთობლივი საქმეების წარმატებით დასრულებას, მთავარია, წინასწარ არ გათქვათ საკუთარი გეგმები, რათა თავად არ შეუქმნათ საფრთხე მათ განხორციელებას.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნის მისაღებად და ახალი ნაცნობების შესაძენად, საკუთარ თავში გასარკვევად, სურვილების და შესაძლებლობების განსასაზღვრად. მართალია, კვირის პირველ ნახევარში გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან ურთიერთობაში, მაგრამ 5 ივლისის შემდეგ მარტივად დაძლევთ ყველა სირთულეს და საკმაოდ წარმატებულიც იქნება თქვენი თანამშრომლობა.

მშვილდოსანი – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველ ნახევარი, როცა უსიამოვნება პარტნიორებთან სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კი, გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება, თუმცა 5 ივლისის შემდეგ მარტივად მოაგვარებთ ყველა თანხმოებას, შეძლებთ საიმედო პარტნიორების მოძიებას და ბიზნესის გაფართოებას, მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას, მთავარია, გამოიჩინოთ ინიციატივა და მეტად იაქტიუროთ.

თხის რქა – უარყოფითი კოსმიური ენერგიების ზემოქმედების წყალობით, საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირებ და არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას და სერიოზული საქმეების დაწყებას, რადგან მარცხი საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე. გაცილებით უკეთესი იქნება კვირის ბოლო, როცა შინაგან თავისუფლებას იგრძნოთ და არ გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად მოქმედება, მარტივად შეძლებთ სირთულეების დაძლევას და არაა გამორიცხული მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარიც.

მერწყული – ნაკლებად სასიკეთო, საკმაოდ კონფლიქტური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით და დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, უმნიშვნელო კამათი კი, სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება. მეტი ყურადღება დაუთმეთ პროფეიულ და შემოქმედებით საქმიანობას, რაც დამოუკიდებლად მოქმედებას და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გაცილებით უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, როცა განვითარებული მოვლენები ან მოულოდნელად გამოჩენილი ადამიანები, სასიკეთოდ შეცვლიან თქვენს ცხოვრებას, დაგეხმარებიან ძველი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებისგან განთავისუფლებაში, სირთულეების მარტივად დაძლევასა და გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებაში. არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი  ან შეიძინოთ უძრავი ქონება, მიიღოთ მემკვიდრეობა ან მოგება ნახოთ ძველი ბიზნესიდან.

თევზები – კვირის პირველ ნახევარში იძულებული გახდებით შეასრულოთ რუტინული საქმეები და დაასრულოთ გადადებული პროექტები, გაარკვიოთ ურთიერთობა პარტნიორებთან და ძველ ნაცნობებთან, რაც გაღიზიანების მიზეზი გახდება და საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან განთავისუფლდებით ხელმძღვანელთა კონტროლისა და არასასიამოვნო ზეწოლისგან, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე კი, შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და ახალი საქმის დაწყებას, საკუთარი იდეებით სხვების დაინტერესებას და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი მეგობრები, მოულოდნელი ნაცნობობა კი, ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორობით გაგრძელდეს. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ქორწინებისთვის, ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების გასაფორმებლად, პრეზენტაციების და გამოფენების მოსაწყობად.

 

გეომაგნიტური დღეები – 2, 6, 7 და 8 ივლისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g