LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ დაუშვილი: „ოცნებამ“ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს

196
BeFunky-collage (2)

„ოცნებამ“ თავისი არასწორი მოქმედებებით მოახერხა, რომ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს. პარტნიორებისთვის „ოცნების“ სიტყვებს ფასი არ გააჩნია”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე  თქმით, „ოცნებამ“ რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ლობისტების მუშაობის შედეგია, მთავარი პრობლემაა ის, რომ პარტნიორები სხვის სიტყვებს უფრო ენდობიან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების

„სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს, მაგრამ ისე, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამას როგორ მოახერხებენ, ეს მათი ვალდებულებაა. ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობაა, ამიტომ მათი ვალდებულებაა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი არ მიაყენონ, კითხვები არ გააჩინონ. „ოცნებამ“ იმდენი მოახერხა, რომ პარტნიორებისთვის მათ სიტყვებს ფასი არ გააჩნია, ამიტომაც არის რომ უფრო მეტ ბრალდებას და კითხვას ვისმენთ პარტნიორებისგან. „ოცნებამ“ რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ლობისტების მუშაობის შედეგია, მთავარი პრობლემაა ის, რომ პარტნიორები სხვის სიტყვებს უფრო ენდობიან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების,“ – განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილი  მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და დასძინა, რომ „როცა საპატრიარქოსგან რაიმეს ვისმენთ, ან ვკითხულობთ, მთავარი მოლოდინი რაც გვაქვს, ეს არის ჰუმანურობა თუმცა კითხვაზე, იკითხებოდა თუ არა პატრიარქის წერილში ჰუმანურობა, დაუშვილი აცხადებს, რომ წერილის შინაარსში და განმარტებებში შესვლა შეგნებულად არ სურს.

ალასანია – გონების დაკარგვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდათ მიხეილ სააკაშვილის მოსულიერება – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ

„მიხეილ სააკაშვილის დაცვის სტრატეგია შეიცვლება“ – შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს, დრო უკვე აღარ ითმენს

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად.. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g