LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს, დრო უკვე აღარ ითმენს

222
შალვა ხაჭაპურიძე

„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი არევაძეს სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნისკენ მოუწოდებს.

„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით საქმე რა მოვლენასთან გვქონდა. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადაავადოს თავისი საქმეები ან გადააწეროს სასამართლოს თავმჯდომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ ამ საქმეზე გადმოერთოს. ეს არის აქაური მექანიზმი, რაც შეეხება საზღვარგარეთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

ალასანია – გონების დაკარგვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდათ მიხეილ სააკაშვილის მოსულიერება – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ

„მიხეილ სააკაშვილის დაცვის სტრატეგია შეიცვლება“ – შალვა ხაჭაპურიძე

 

პოპულარულები