LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან უცხოეთში გადაიყვანეს

258d3f35417eb26b6ab51540c7a85cb1

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან დღეს დილით გაიყვანეს. ინფორმაცია “ფორტუნას” კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ჩვენი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე, რომელიც ავარიის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ახლობლებმა თურქეთის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე ხეს შეეჯახა. იგი საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g