LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

39

მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების,  ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ ჯანელიძის განცხადებაში. 

 მინისტრის თქმითვე, უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის,” – აღნიშნავს ჯანელიძე.

საქართველოში ევროკავშირის მიერ 1992 წლიდან განხორციელებული პროგრამები ორიენტირებულია რეფორმების მხარდაჭერაზე, ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამ პერიოდის მანძილზე ევროკავშირმა საქართველოში სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების  ფარგლებში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გასწია.

ევროკავშირის  დახმარება 2017-2020 წლებისთვის ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა შეძლოს  შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი სავაჭრო შესაძლებლობები ევროკავშირთან.

“ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, გვჭირდებ, რომ  ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით – დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს  ევროკავშირს – აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ამ ამოცანების მისაღწევად კი, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა  6 ძირითად მიმართულებაზე ორიენტირებული გეგმა, რომელიც ევროპულ ინსტიტუტებთან ფართო ინტეგრაციას შეუწყობს ხელს,” – ამბობს მინისტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები