LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე მუშაობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს

102

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მუშაობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაფუძნდება ცენტრი, რომელიც ევროპული მმართველობისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს, ასევე გასწევს საკონსულტაციო მომსახურებას.

„გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას, ახალა უკვე სამოქალაქო სექტორიდან და სხვა ორგანიზაციის მეშვეობით ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ. ისევ იმ თემებზე ვიმუშავებ, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ცენტრის მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესგარემო, ევროპული რეფორმები და ევროპული ინტეგრაცია,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ასევე აცხადებს, რომ თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა. ამასთან, ჯანელიძის თქმით, ის ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო, თუმცა მთავრობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g