ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
„მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
კალანდიას ადვოკატის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამასთან, ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა ნათია მეზვირიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ დაკავებამდე მიხეილ კალანდია მიმალვას არ გეგმავდა.
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ კალანდია მიმალვას არ გეგმავდა
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის ეჭვს ამყარებდა.