LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

381
მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეძღვნებოდა თემას „ინვესტირება საქართველოში“.

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად მიხეილ ხიდურელი ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული. სააგენტოს დირექტორმა უნგრეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაუსვა ხაზი.

„მოგეხსენებათ, სააგენტო აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ პოტენციურ ინვესტორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უნგრეთში ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე არის დაინტერესება ადგილობრივი ინვესტორებისგან“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში კატალინ ბიჰარიმ და უნგრეთის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (HEPA) აღმასრულებელმა დირექტორმა გაბორ იენეიმ.

დისკუსიას ესწრებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთაც უნგრეთის ფარგლებს გარეთ სურთ ინვესტირება და აინტერესებთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე ბიზნეს გარემოს გაცნობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უნგრული კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია „დენტონს ბუდაპეშტის“ თანამშრომლობით გაიმართა.

magti 5g