LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ლომთაძე ერთ წელში $1.8 მილიარდით გამდიდრდა – მეორე ქართველი მილიარდერი Forbes-ის სიაში 

212
მიხეილ ლომთაძე

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე მოხვდა. ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ქონება ერთ წელიწადში $1.8 მილიარდით $3.7 მილიარდამდე გაიზარდა.

ლომთაძის ქონების ზრდა ყაზახურ ბანკის Kaspi-ის აქციების ზრდით არის განპირობებული. ლომთაძე ამჟამად ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილესი ფინტექ კომპანიის, Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელია.

9 აპრილის მდგომარეობით, ლომთაძე გლობალურად მილიარდერების სიაში 856-ე ადგილზეა და მისი ქონება $3.5 მილიარდს შეადგენს. მილიარდერი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია. მან განათლება ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მიიღო.

ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა – კიდევ რომელი ქართველი მილიარდერი მოხვდა Forbes-ის სიაში 

Forbes-ის თანახმად, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარით მეტია ბიძინა ივანიშვილის ქონებაც და ის 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2020, 2021 და 2022 წლებში Forbes ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებდა, იქამდე კი 2019 წელს ეს შეფასება 4.9 მილიარდზე იყო. წლევანდელი მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით კი, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 407-ე ადგილზეა. როგორც საიტზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ივანიშვილის ქონება ბოლო ცვლილებით, 50 მლნ დოლარით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4 აპრილამდე 325 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მთლიანი ქონება 5,92 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში 409-ე ადგილზეა.

 

ბიძინა ივანიშვილის ქონება 325 მლნ დოლარით გაიზარდა – რომელ ადგილს იკავებს Bloomberg Billionaires Index-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები