LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

106
BeFunky-collage - 2020-09-25T100051.609

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ბაჩალიაშვილების უფლებადამცველი მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, გამოძიების მიერ ჩამორთმეული ტელეფონით სამართალდამცავებისთვის არა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, არამედ მისი პირადი მონაცემებიც საჯარო გახდა.

“ჩემ მობილურთან დაკავშირებით მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ამოღებულიყო დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებით სატელეფონი ჩანაწერი, ჩემი პერსონალური პირადი ინფორმაციებიც წაიღო. ვასაჩივრებ მოსამართლის ამ განჩინებას”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

აქმე ეხება ე.წ. სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს.

პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g