LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში. ამნისტია ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს“ – რატი იონათამიშვილი

178
Untitled design

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მასზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს“.

„მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო სტრასბურგის სასამართლომ. შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომლის დროსაც, მაგალითად, პატიმარზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, ერთი თვის განმავლობაში, შეადგენდა 335 ლარს, მაშინ როდესაც დღეს სახელმწიფო საშუალოდ, ერთ პატიმარზე ხარჯავს 1800 ლარს. აქედან ჩანს, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ პატიმრების მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ, ზოგადად. რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაედგომება იქ, სადაც პატიმართა უფლებებზეა საუბარი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პოპულარულები