LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს

357
BeFunky-collage (12)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

“აქვე, მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, – აღნიშნავს გვარამია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა კონკრეტულ პირობას აყენებს.

მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება: გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g