საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობები მედიას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
გვარამიას თქმით, ის მზადაა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს. აქვე ამბობს, დათქმას, რომ ეს არ უნდა იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
“ჩემი შიმშილობა ხდება რუსეთის და მოქმედი ხელისუფლების იარაღი – არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გავითავლისწინო სტრასბურგის სასამართლოს და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა.
ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში არც ამის პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი. გარდა ამისა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, რომელიც წამების პირობებში მამყოფებს. აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური წნეხისგან დაცვის არანაირია გარანტია – რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაა”, – განაცხადა გვარამიამ.