მიხეილ სააკაშვილი კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკრაინელებს მიმართვას უგზავნის, რომელიც მის Facebook-ზე გავრცელდა.
„უკრაინის ხელისუფლებამ ცრუ ბრალდებით დამაკავა. ამ ფორმით მათ თქვენი დაშინება უნდათ. არაფრის შეგეშინდეთ და კვირას პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციაზე გამოდით!“ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისა და განუკითხაობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.“- წერს სააკაშვილი.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/photos/a.267904939906561.69545.260603653970023/1775676162462757/?type=3
კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს.
