LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის: მანჯგალაძის თქმით “ოცნებას” საქილიკოდ საქმე არ აქვს

73
პოლიტიკური-პლატფორმა-ახალი-საქართველოს-გენერალური-მდივანი-პაატა-მანჯგალაძე

თუ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის, “ქართულ ოცნებას” საქილიკოდ არ აქვს საქმე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა,  მანჯგალაძემ განაცხადა.

„საქართველოში იცით, რა ვითარებაა შექმნილი – საზოგადოებას უჭირს, იცით, როგორი პანდემიაა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს 22-ე დღეა, საღლიცინოდ და საქილიკოდ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს საქმე” – აცხადებს მანჯგალაძე

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი აღნიშნავს, მას არ სურს საქრველოში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.

“ის, რომ სააკაშვილი შიმშილობს, ასე ადვილად არ ჩაივლის, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება. ამას უნდა აცნობიერებდეს ხელისუფლება და როცა ამას ვლაპარაკობ, ვინმეს მომხრე და იმისტი და ამისტი კი არ ვარ, საქართველოს მომხრე ვარ და მე არ მინდა სამოქალაქო დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში.” – აცხადებს მანჯგალაძე

მისი თქმით ხელისუფლებამ არ უნდა გარისკოს და სააკაშვილი კრიმინალების გარემოში არ უნდა გადაიყვანოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები