LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია..ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრებაა“

237
BeFunky-collage

„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია,“ – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა.

„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.

მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:

დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;

სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;

ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

ამასთან, გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

 

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით.. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება“ – მამუკა მდინარაძე

ვახტანგ ძაბირაძე – ივანიშვილმა ფაქტობრივად „როქი“ გააკეთა.. არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი მესამედ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g