LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: როგორც ჩანს, ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად, აუცილებლად დავრჩები მისი დაკითხვის პროცესზე

123
სააკაშვლი, ნოღაიდელი

„როგორც ჩანს, ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად. აუცილებლად დავრჩები მისი დაკითხვის პროცესზე“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით მისი პრეზიდენტობის დროინდელი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი უნდა დაიკითხოს.

სააკაშვილმა მის მხარდამჭერებსა და საზოგადოებას მიმართა.

„მინდა გითხრათ, კარგი ამბები გვაქვს, რუსეთი მძიმე კრიზისშია… რაც შეეხება სომხეთს, რუსეთი მასაც კარგავს. ძალიან სასაცილო საყურებელი იყო პუტინის და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ „აკაჩავებდა”, რომ მისი სამხედრო ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა. რუსეთს ცუდად აქვს საქმე, რადგან ფრონტზე ძალიან კარგად მიდის საქმე. საერთო ტენდენცია სწორია და სწორი მიმართულებებით მიდის. 5-ჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა უნდა მისცეს.

magti 5g