LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში“

166
მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში“.

მამუკა მდინარაძე – „მიშა მაგარია!“

„უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკში“.

მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის…

Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024

ნიკა მელია: „იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურა?“

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს არის დანიშნული.

დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს წარადგინა, ის 85 ხმით დაამტკიცეს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე: „ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, მორჩილი იქნება – მისი კანდიდატად დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს“

მდინარაძე ყაველაშვილზე: „სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g