LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის 

210
Untitled design (1)

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს. ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ერთვებოდა.

სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“ 

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვის დროს, ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამზადებს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსაც, რომელიც მისივე თქმით, თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძეა:

„მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე.

წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა.

თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე, უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება, მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავს რუსეთს დაჭერილი, განსაკუთრებით „გაზპრომის“ კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g