LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო: ლიზა იასკო

233
ლიზა და მიშა

შიმშილობის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებსგანუცხადა.

როგორც იასკომ განმარტა სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რასაც მისი თქმით, გლდანის კლინიკაში ვერ უზრუნველყოფენ.

“ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება” – აცხადებს იასკო

“სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები სრულიად განსხვავებულია, რადგან უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება.” – აცხადებს იასკო.

მისი თქმით, ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება.

ლიზა იასკო თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნები მოიპარეს, რაც “მტკივნეული და უსამართლოა”.

“თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი.” – აცხადებს იასკო.

“მე ძალიან მტკივა ამის დანახვა, ამაზე საუბარი და იმის ყურება თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლიზა ისაკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g