LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს გუშინაც ვუთხარი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა შევიდეს პარლამენტში: გიგი უგულავა

74
უგულავა გიგი

ოპოზიციონერი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. საკუთარი აზრი უგულავამ მიხეილ სააკაშვილსაც გაუზიარა. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

უგულავას თქმით, „რვა წელიწადის განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან ყოფილა გაბუტული, მაგრამ ახლა ცდილობს, ყველასთან ჰქონდეს კომუნიკაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ რასაც ის ფიქრობს, სწორია“.

„მეც მაქვს კომუნიკაცია, ჩემს აზრს მას ვეუბნები. მაგალითად, გუშინაც ვუთხარი, რომ ჩემი აზრია, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში. საერთოდ, ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა. მთელი რვა წელიწადი ეს გზა ვიარე, ბევრთან ვიყავი გაბუტული და ახლა ვცდილობ, რომ არავისთან არ ვიყო გაბუტული, ყველას ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ – დავარწმუნო იმაში, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. ამას ხან ვახერხებ, ხან – ვერ ვახერხებ. ამიტომ არ ვაპირებ არავისთან გაბუტვას, არც ჩაჯინებას“, – განაცხადა უგულავამ.

magti 5g