LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: „გრიპის სეზონზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის მიზეზი არ არსებობს“

120
Capture

„გრიპის ვირუსის სეზონის მოსვლასთან ერთად, ქვეყანაში გრიპის შემთხვევების მატება ბუნებრივი პროცესია, ხოლო წლევანდელი წელი გამონაკლისი არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, არსებული მაჩვენებლები არ წარმოადგენს საგანგაშოს.

„მთლიანად ყველა სექტორი, რომლის მოვალეობაც არის გამკლავება ვირუსთან და ნებისმიერ დაავადებასთან, ბუნებრივია, მოწოდების სიმაღლეზეა. მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ამ თვალსაზრისით დღეს არავითარი პანიკის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს. ვითარება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ნორმალური და ის სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მინდა, შესაძლებლობით ვისარგებლო კვლავ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი, ერთის მხრივ, აცრის მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ, ჰიგიენის წესებიდან დაწყებული ექიმისთვის მიმართვით დამთავრებული. ყველა ამ წესის დაცვით, რა თქმა უნდა ისინი იქნებიან თავიდან ბოლომდე სრულფასოვნად დაცულები. სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით ობიექტურად არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

magti 5g