ვის და, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე და ა.შ. არავითარი მორალური უფლება არ გააჩნიათ და ეს მთელმა საზოგადოებამ, მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი, აკადემიური და ზუსტი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ხდება, ხოლო ოპოზიციას ამ თემით სპეკულირების მორალური უფლება არ აქვს.
„ამ ინციდენტზე გაკეთდა არაერთი შეფასება, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. რასაკვირველია, ის, რაც ვნახეთ, მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. ქმედება ნამდვილად არ არის ისეთი, რომელსაც შეიძლება, ვინმე იწონებდეს. ამას მყისიერად მოყვა სამართლებრივი რეაგირება. გაკეთდა მორალური, სამართლებრივი შეფასებები. ვფიქრობ, ყველაფერი ჩაჯდა იმ კალაპოტში, როგორც ამას მოითხოვს ნამდვილი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას, რომელსაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში, უნდა მოჰყვებოდეს მყისიერი, ზუსტი, კონკრეტული რეაგირება სამართლებრივი ინსტრუმენტების მეშვეობით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
