LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე, თეა ახვლედიანთან ერთად, ქუთაისში, დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა

421
მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ქუთაისში, დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა – ახალი წელი მიულოცა.

1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, ახალ 2026 წელს, გარემონტებულ ახლადგადცემულ ბინებში შეხვდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე, ერთდროულად, 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g