LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი“

112
მიხეილ ყაველაშვილი

ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას“.

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

„ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ. ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული, მახინჯი იდეოლოგია. გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს ყაველაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g