LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ – ბათუმში გაფიცვა გრძელდება

70
dsgsgt

ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით, ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ, სანამ ბათუმის საკრებულო ტარიფების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მძღოლებმა ბათუმის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განმარტეს, რომ გაფიცვას კიდევ რამდენიმე ახალი ხაზი შეემატა და ჯამში პროტესტის რეჟიმში 150-მდე მძღოლი რჩება.

“10 დღე გაფიცულები ვიქნებით. მუშაობა რომ გვიღირდეს ვიმუშავებდით და არც არაფერს მოვითხოვდით, მოსახლეობას თუ ტვირთად დააწვება გაზრდილი ტარიფი, შეუძლიათ მუნიციპალური ავტობუსით ისარგებლონ. დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ტარიფის ზრდა თუ სუბსიდირება. 14 კილომეტრიან მანძილზე ამ პირობებით არ იმუშავება”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ დროისთვის, ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი 50 თეთრია. მძღოლები ტარიფის 20-30 თეთრით გაზარდას მოითხოვენ.

 

 

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: აჭარის ტელევიზია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g