LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანმა ყველაზე დიდი საშინაო მარცხი განიცადა

53

”მილანმა” 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საშინაო მარცხი განიცადა. იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ”როსონერიმ” ”ნაპოლისთან” 0:4 წააგო. ბოლოს სერია А-ში მილანელებმა მშობლიურ კედლებში ოთხი ბურთის სხვაობით თანაქალაქელ ”ინტერთან” სწორედ 2009 წელს წააგეს.

ანგარიშით 1:5 ”მილანი” ”ინტერმა” ”სან რინოზე” 1974 წელს დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით დამარცხდა 1958 წელს ”ჯენოასთან” თამაშისას. იტალიის ჩემპიონატში კი ყველაზე დიდი მარცხი ”მილანმა” 1997 წელს განიცადა, როდესაც ”იუვენტუსთან” 1:6 დათმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g