LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში დაამონტაჟეს „ჭკვიანი“ შუქნიშნები, რომლებიც კანონდამრღვევებს დაიჭერენ

199
milanautonews

მილანში გამოჩნდა ახალი შუქნიშნები, რომლებიც დააჯარიმებენ ყველას, ვინც წითელ შუქზე გაივლის.

ციფრული სისტემა, რომელიც მოწყობილობაშია ჩამონტაჟებული, შუქნიშნის ყვითელი შუქის დროს ავტომატურად აქტიურდება. ის ამოიცნობს კანონდამღვევის ნომერს და მას ჯარიმას უწერს.

შუქნიშნები ინტელექტუალური კამერებითაც აღჭურვეს. ეს კამერები კანონის დარღვევის ფაქტს აფიქსირებენ, გარდა ამისა შემდგომ მომხდარ მოვლენებსაც იღებენ.

ლომბარდიის პოლიციის ინფორმაციით, 2019 წელს მილანის რაიონში 13 ათასი უბედური შემთხვევა მოხდა, 18 ათასმა ადამიანმა ტრავმა მიიღო, 106 კი დაიღუპა. „ჭკვიანი“ შუქნიშნების დახმარებით მთავრობას სურს, რომ გზები უფრო უსაფრთხო გახადოს და ევროპის გეგმის მიხედვით 2030 წლისთვი გზებზე სიკვდილიანობა მინიმუმამდე შეამციროს.

ლომბარდიის დედაქალაქში აქტიურად მუშაობენ იმაზეც, რომ ქალაქი არა ავტომობილებისთვის, არამედ ხალხისთვის გახადონ კომფორტული. მაგალითად, გასულ წელს საქალაქო გზების 35 კილომეტრიანი მონაკვეთი ველოსიპედისტებსა და ქვეითებს გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g