LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა კოსმოსიდან დაბრუნებული საცოლეს კოვბოის წვეულება მოუწყო

109
ლორენ სანჩესი

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის საცოლე, ლორენ სანჩესი ამჯერად დროს Stagecoach-ის მუსიკალურ ფესტივალზე ატარებს. ცოტა ხნის წინ კოსმოსური მოგზაურობიდან დაბრუნებული სანჩესი, კოვბოის სტილის სამოსში გამოწყობილი, საქმროსთან, ჯეფ ბეზოსთან ერთად კალიფორნიაში გამოჩნდა. ამავე სტილში გამოწყობილი ბეზოსი და სანჩესი ფესტივალზე ხელჩაკიდებულები მივიდნენ.

მოგვიანებით წყვილმა გოლფის ეტლითაც გაისეირნა. მედიაში წერენ, რომ 60 წლის ჯეფ ბეზოსი და 55 წლის ლორენ სანჩესი ამჯერად დაკავებულნი არიან ქორწილისთვის მზადების პროცესით. ამდენად ბოლო დროს საჯარო გამოსვლებისთვის დრო თითქმის არ რჩებათ.

ფოტო/ვიდეო: ქალები კოსმოსს იპყრობენ! – პირველი კადრები ისტორიული მოგზაურობიდან

ფოტო/ვიდეო: ლურჯ კომბინეზონში გამოწყობილი ლორენ სანჩესი კოსმოსში გასაფრენად ემზადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები