LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერი თორნიკე ქებურია და მოდელი ქეთი ჟღენტი მესამე შვილს ელოდებიან

3282
tornikeqeburia

ცნობილი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, იგივე თოშა ქებურია და მისი მოდელი მეუღლე, ულამაზესი ქეთი ჟღენტი ოჯახში მატებას ელიან. თორნიკესა და ქეთის, რამდენიმეწლიან ქორწინებაში უკვე ჰყავთ გოგონა და ვაჟი, ახლა კი ქეთი კვლავ ფეხმძიმედაა და ისინი გოგონას ელოდებიან. შესაბამისი ფოტოები, სადაც მისი ორსულობა ჩანს, ქეთიმ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და მიმდევრებს სთხოვა, მისი მინიშნების მიხედვით გამოეცნოთ, რა სქესისაა მესამე პატარა.

ქეთი ოჯახთან ერთად თვეზე მეტია, თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე, ბოდრუმში იმყოფება  და ორსულობის საწყის ეტაპს სწორედ იქ ატარებს. აღსანიშნავია, რომ ლამაზმანი ფეხმძიმობის პერიოდშიც შესანიშნავად გამოიყურება.

წლების წინ თორნიკე ქებურია სასურველი სასიძო გახლდათ და მან არჩევანი ქეთი ჯღენტზე შეაჩერა. წყვილს გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა, სადაც პატარძალს ელი სააბის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. ქეთი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც მოსიყვარულე მეუღლესთან ერთად აქვს გადაღებული.

ახლახან ქეთი მაღაზია „ქრონოგრაფის“ სარეკლამო ბილბორდებისთვის გადაიღეს,  კაჭრეთის „ამბასადორში“, სადაც ცხენზეა ამხედრებული. ეს სასტუმრო ქეთის მამამთილს ეკუთვნის, თავად ფოტოსესია კი, როგორც ხედავთ, ბრწყინვალე გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g