LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერმა მოიფიქრა მეთოდი, თუ როგორ დაემალა სიმდიდრე ძუნწი ნათესავებისგან

127
101278772-184914655

მილიონერმა, რომელიც ოჯახის წევრების სიძუნწეს არაერთხელ შეუწუხებია, მოიფიქრა მეთოდი თუ როგორ დაემალა სიმდიდრე და მეტი დამაჯერებლობისთვის იაფფასიანი ბინაც კი იქირავა. საინტერესო ისტორია Reddit-ის ფორუმზე გავრცელდა.

მომხმარებლის თქმით, ნათესავებთან მატერიალურ მდგომარეობაზე პირველად მაშინ ალაპარაკდა, როცა სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო. ხელფასი თავიდან ძალიან დაბალი ჰქონდა, თუმცა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის საიდანაც ის იყო წარმოშობით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. მშობლებმაც ჩათვალეს, რომ შვილი გაუმდიდრდათ და მათი ქცევა მაშინვე შეიცვალა.

ნათესავებმა მამაკაცთან სიარული დაიწყეს და მგზავრობის ფულს მასვე ახდევინებდნენ. გარდა ამისა, ხშირად ურეკავდნენ და ფულს სხვადასხვა საჭიროებებისთვის სთხოვდნენ.

მომავალი მილიონერი მალევე მიხვდა, რომ საჭირო იყო საზღვრების დაწესება. ამის შემდეგ მან ოჯახის წევრებთან თავისი მიღწევების შესახებ საუბარს მოუკლო.

ცოტა ხანში კაცმა ბიზნესიც გახსნა და წლების განმავლობაში მულტიმილიონერად იქცა.

მას არ სურდა, რომ ოჯახს მისი წარმატების შესახებ რამე სცოდნოდა, ამიტომ ნათესავებს უთხრა, რომ სამსახური დაკარგა და ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო.

ის ასევე ქირაობს პატარა ბინას და მშობლებს ეუბნება რომ სწორედ იქ ცხოვრობს, სინამდვილეში კი უზარმაზარი პენტჰაუზის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები