LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონობით ადამიანი სახლებს ტოვებს – ფლორიდა დამანგრეველ ქარიშხალს ელოდება

455

ფლორიდას სანაპიროს მილიონობით ადამიანი ტოვებს, „ბიბისის“ ცნობით, შტატს ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება.

ქვეყნის სინოპტიკოსების ცნობით, „მეთიუ“ სანაპიროს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან ტალღების სიმაღლე 5 მეტრს მიაღწევს.

ქარიშხალი ფლორიდას შემდეგ ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინას დაატყდება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამივე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ბევრ რაიონში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია, მძღოლები სათადარიგო საწვავს იმარაგებენ. იხურება სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები.

მაიამის აეროპორტში რეისების 90% გაუქმდა. ფლორიდაში ბოლო 10 წლის მანძილზე დაიხურა გასართობი პარკი „დისნეილენდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g