სასამართლოში გამარჯვების შემდეგ, ჯონი დეპი ,,ტიკ ტოკს” შეუერთდა. მან მილიონი გამომწერი სულ რამდენიმე წუთში მოაგროვა. ჯერჯერობით გვერდზე არცერთი ვიდეო არ არის განთავსებული, თუმცა, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ჯეკ ბეღურა“ ძალიან საინტერესო „კონტენტს“ შემოგვთავაზებს.
ცნობისთვის, ჯონი დეპი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა გასულ კვირას მან სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გაავრცელა და ყველას გულითადი მადლობა მოუხადა.