LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩახუტება სკუნსთან – ჯონი დეპის გამარჯვების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში უცნაური ფოტო ვრცელდება, სად არის მსახიობი

173
Untitleddfdf

ჯონი დეპმა გაიმარჯვა და ახლა საზოგადოების მთელი ყურადღება მსახიობის კარიერისკენაა მიპყრობილი, ყველას აინტერესებს მისი საქმიანობა და ცხოვრება ტრიუმფალური გამარჯვებისა და აღდგენილი რეპუტაციის შემდეგ.

თუმცა 58 წლის დეპის უახლესმა ფოტომ, ყველა გააოცა. ის არც სამოგზაუროდაა და არც გამარჯვებას აღნიშნავს პრესტიჟულ რესტორნებში. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჯონი სკუნსს ეხუტება. როგორც ირკვევა, მსახიობმა კენტში მდებარე უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი მოინახულა.

„იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დაეხმარება კაცებსა თუ ქალებს, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილა, რომ არ დანებდნენ“, – ჯონი დეპის ვრცელი მიმართვა გამარჯვების შემდეგ

დიდი გამარჯვების მოკრძალებული აღნიშვნა – ჯონი დეპის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები