როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სკანდალური სასამართლო პროცესი ჯონი დეპსა და ემბერს ჰარდს შორის, დეპის გამარჯვებით დასრულდა. ვერდიქტის გამოტანას დაესწრო ემბერ ჰარდი, თუმცა, დარბაზში არ იმყოფებოდა თავად ჯონი, ის ამჟამად ლონდონშია, სადაც უკვე გამართა კონცერტი მეგობართან, ჯეფ ბეკთან ერთად.
ჯონი დეპმა სასამართლო დავა მოიგო
ვიდეო: სასამართლოდან გაპარული და იმიჯშეცვლილი ჯონი დეპი სცენაზე გადაიღეს
ჯონმა დიდი გამარჯვება სწორედ ჯეფ ბეკთან და მის ოჯახთან ერთად, ნიუკასლში აღნიშნა. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში დეპის უახლესი ფოტოები გავრცელდა. მას ბრიტანელი გულშემატკივრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ, მსახიობიც ბედნიერი იყო გამარჯვებითა და ასეთი დიდი მხარდაჭერით საზოგადოების მხრიდან.
ჯონი დეპის კონცერტის კულისებიდან გამოპარული კეიტ მოსი პაპარაცებმა გამოიჭირეს