მანამ, სანამ მოსამართლე საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს, ჯონი დეპმა ლონდონში გაფრენა გადაწყვიტა და „ალბერტ-ჰოლში“ კონცერტი გამართა, მან ჯონ ლენონის კომპოზიცია შეასრულა და საოცარი პერფორმანსი მოაწყო.
ვიდეო: სასამართლოდან გაპარული და იმიჯშეცვლილი ჯონი დეპი სცენაზე გადაიღეს
ირკვევა, რომ დეპის კონცერტზე მისი ყოფილი შეყვარებული, კეიტ მოსიც იმყოფებოდა. მოდელი პაპარაცებმა კულისებიდან გამოსვლის დროს გამოიჭირეს. ვარსკვლავს შავი ტანისამოსი ეცვა და სრულიად უმაკიაჟოდ იყო წარმოდგენილი.
„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება
შეგახსენებთ, გასულ კვირას მოსმა დეპის სასარგებლოდ მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ჯონს მასზე არასდროს უძალადია. ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს 1994 წელს ხვდებოდა, თუმცა ამ დრომდე, მათი გადაკვეთა მედიას არ დაუფიქსირებია.