LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში კითხვები კვლავ რჩება: ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ევროსაბჭო განცხადებას ავრცელებს

83
ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – ამ საქმეზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა  ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე და პატიმარზე ზეწოლის ეპიზოდზე, რომლის გარშემოც გამოძიება არაეფექტიანად წარიმართა.

„განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5 § 3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 9-11 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტი ევროსაბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული, სადაც საუბარია მე-18 და 5 § 1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევაზე, რაც ტექსტის თანახმად, განპირობებული იყო გენერალური პროკურორის მიერ წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდის არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი – ზეწოლის განხორციელება განმცხადებელზე, რაც მიზნად ისახავდა მისგან ისეთი ინფორმაციის მიღებას, რაც სისხლის სამართლის საქმეს არ უკავშირდებოდა.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით,  ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ადრინდელი მითითებებს, კერძოდ: ეფექტიანი გამოძიების ყველა იმ კრიტერიუმის თაობაზე, რომლითაც უნდა გამოვლინდნენ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ მე-18 მუხლის ყველა ასპექტის დარღვევაში პასუხისმგებელ პირებს.

ამავე დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაშიც, რომელსაც გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი აწარმოებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას –  მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც რეკომენდებულია სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად შეირჩეს.

 

magti 5g