LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ლარის კურსზე მოქმედებს – ნათია თურნავა

73
image444444444

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ლარის კურსზე მოქმედებს, როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე მოლოდინები. როგორც მინისტრი აღნიშნავს, აშკარაა, რომ პოლიტიკური მოვლენები ლარის კურსზე მოქმედებს.

„როგორც კი ნორმალიზაციისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, ეგრევე ნორმალიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლარის კურსზე მოქმედებს, როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8155 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8237 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1902 ლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g